ბელარუსში, გასული დღე - ღამის განმავლობაში, საპროტესტო აქციის 700 - მდე მონაწილე დააკავეს

ბელარუსში, გასული ღამის განმავლობაში, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ბრალდებით 700-მდე ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Belta ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ოლგა ჩემოდანოვამ სოციალურ ქსელ Telegram-ში განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო „კანონისა და წესრიგის დასაცავად ყველა საჭირო ზომის გატარებას განაგრძობს.“

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 9-13 აგვისტოს პერიოდში მოქალაქეების „მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად“, 103 სამართალდამცველი დაშავდა, რომელთაგან 28 საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ორი ახალგაზრდა, 18 და 19 წლის, რომლებიც მინსკში ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: ბელარუსში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საპროტესტო აქციის 700-მდე მონაწილე დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა