პროკურორი აცხადებს, რომ მორაგბე არჩილ გაგნიძისთვის საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა, მისი ადვოკატების საქმიდან ჩამოშორებას არ გამოიწვევს

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული მორაგბის არჩილ გაგნიძისთვის საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა, მისი ადვოკატების საქმიდან ჩამოშორებას არ გამოიწვევს.

როგორც პროკურორი განმარტავს, საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა იმან განაპირობა, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა საპროცესო ვალდებულება არ შეასრულეს.

„რაც შეეხება ერთ - ერთი ბრალდებულისთვის სახელმწიფო ადვოკატის დანიშვნას, ეს განაპირობა იმან, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა, რომლებიც მის ინტერესებს დღეის მდგომარეობითაც იცავენ, არ შეასრულეს საპროცესო ვალდებულება, არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და უარი განაცხადეს მტკიცებულებების და ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც სავალდებულო იყო, რომ ბრალდების მხარეს გადაეცა მათთვის. ეს ადამიანები ბრალდებულის დაცვას არ ჩამოშორდნენ, უბრალოდ, კიდევ ერთი ადვოკატი დაემატა“,-განაცხადა პროკურორმა საკითხის კომენტირებისას.

რაც შეეხება, საქმის მასალების გაუთქმელობის შესახებ ადვოკატების გაფრთხილებას, პროკურორის განცხადებით, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ საქმის მასალების გახმაურება გამოძიებას ხელს უშლიდა.

„ყველა ადვოკატი, რომელიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს იცავს, ნაწილი მათგანი წერილობით გაფრთხილდა, თუმცა ის ნაწილი, რომელმაც ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, ზეპირსიტყვიერად გაფრთხილდა, რომ არ უნდა გაახმაუროს საქმის მასალები. რაც შეეხება მიზეზებს, რა თქმა უნდა, პროკურატურა არაფერს არ მალავს. მასალები და მტკიცებულებები ადვოკატებს გადაეცათ, თუმცა მასმედიის საშუალებით ყველა მასალა, რომელიც საქმეშია და საჯაროდ ვრცელდებოდა, გამოძიებას უშლიდა ხელს. დასაკითხად მოსულმა მოწმეებმა უკვე იცოდნენ რა გარემოებების ირგვლივ იკითხებოდნენ, ამ ყველაფრისთვის წინასწარ ემზადებობდნენ და შესაბამისად, ეს გარემოებები მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს გამოძიებას“, - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო