პროკურორის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, 5 პირის მიმართ განზრახ მკვლელობის ბრალდების წარდგენა მხოლოდ მოწმე, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა.

როგორც ყაზარაშვილი აცხადებს, საქმეში მოწმეთა ჩვენებების გარდა, არსებობს მტკიცებულების სახით, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტები, ასევე ვიდეოჩანაწერები.

„კიდევ უამრავი მტკიცებულება დაემატა, თუმცა, ადვოკატები რომ შევზღუდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ამ ეტაპზე შეზღუდულები ვართ, უშუალოდ შინაარსზე ვისაუბროთ“,-განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე გური ამირხანაშვილის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება არ არის.

„რა თქმა უნდა, ამ სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება არ არის. კომპლექსურად სხვადასხვა მტკიცებულებებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მკვლელობის ნაწილში ბრალდება 5 პირისთვის წაგვეყენებინა.

მოწმეების ჩვენებები არ არის მხოლოდ მთავარი მტკიცებულება. არის მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, სხვადასხვა ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, ვიდეოჩანაწერები და ა.შ“,-აცხადებს ყაზარაშვილი.

მისი განმარტებით, საქმეში არსებული მასალების გასაჯაროვება შეზღუდულია.

„ყველა ის მასალა, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზეა მოპოვებული, შეზღუდულია, რომ გასაჯაროვდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენც შევზღუდეთ ადვოკატები. შესაბამისად, ჩვენც არ გვაქვს უფლება, რომ ამაზე ვისაუბროთ“,-განმარტავს პროკურორი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო