ლინას ლინკევიჩუსი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე - ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ, სანქციების ჩათვლით

ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ, სანქციების ჩათვლით. არაფრის გაკეთება არჩევანი არ არის, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან „ევრონიუსთან“ განაცხადა, მეზობელი ბელარუსის დასახმარებლად ლიეტუვა ყველაფერს გააკეთებს. ლინას ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციები და ძალადობა „სამწუხაროა“ და ქვეყნის ხელისუფლება „არასაჭირო ძალის“ დემონსტრირებას ახდენს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და შევეცდებით, რომ გარკვეულ ურთიერთგაგებასა და პოლიტიკურ დიალოგს მივაღწიოთ. საშინაო საქმეებში არ ვერევით, მაგრამ განზე ვერ გავდგებით და იქიდან ვერ დავაკვირდებით, რა ხდება", - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ლიეტუვაში გადასული ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია უსაფრთხოდ არის.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა