გიორგი გელხაური - სასამართლოს და ბრალდების მხარეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ საზოგადოების ნაწილის ინტერესი დააკმაყოფილოს და ,,ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრი 109-ე მუხლით მოხვდეს ციხეში

დღეს სასამართლომ მიიღო კიდევ ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ბრალდების მხარე მოგვევლინა მანტიამოსხმულ მოსამართლეში, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, როგორც სასამართლოს, ასევე ბრალდების მხარეს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მოხდეს საზოგადოების ნაწილის ინტრესების დაკმაყოფილება და "ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრი 109-ე მუხლით მოხვდეს ციხეში.

"პროკურატურამ მოითხოვა 2-კვირიანი ვადა, რომ საქმე წასულიყო სასამართლოში. დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ მოგვიკლა ყველანაირი გონივრული ვადის შესაძლებლობა, რომ დაცვის მხარე მომზადებულიყო მკვლელობის ნაწილში მტკიცებულების მოპოვებაში, გარკვეული მოწმეთა ჩვენებების ამოკითხვაში და გვითხრა, რომ საერთოდ არ აინტერესებს დაცვის მხარე რას წარმოადგენს. სასამართლომ ჩვენ მოგვეცა 9 - დღიანი ვადა, რომ მოვემზადოთ ამ მძიმე ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში და ფაქტობრივად დაცვის უფლება მოგვიკლა.

ეს საქმე სამართლებრივი სივრციდან გასულია და როგორც სასამართლოს, ასევე ბრალდების მხარეს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მოხდეს საზოგადოების ნაწილის ინტრესების დაკმაყოფილება და "ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრი 109-ე მუხლით მოხვდეს ციხეში", - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო