ამირან გამყრელიძე - მესტიაში და რამდენიმე სოფელში ტესტირება გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში, ახალ კორონავირუსზე აღებული 800 ნიმუშის პასუხებს დღეს ელოდებიან.

მისივე თქმით, დაბა მესტიაში ახალ კორონავირუსზე ტესტირება გაფართოვდება.

“მთლიანად ქვეყანაში დღეს გვაქვს 5 ახალი შემთხვევა. ანუ, სულ დღეისთვის დადასტურებულია 1283 შემთხვევა. 5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს, ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა, ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში.

დაბა მესტიაში და რამდენიმე სოფელში ტესტირება გაფართოვდება. გუშინწინ აღებული 975 ნიმუშიდან, 2 არის მხოლოდ დადებითი. ერთის მხრივ, ეს პროგნოზულად უფრო კეთილსაიმედოა, თუმცა, არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს.

გუშინ, 800-ზე მეტი ნიმუში აიღეს, ველოდებით პასუხებს. გაფართოებული ტესტირება გრძელდება, ვფიქრობთ, 800-900 ადამიანის გამოკვლევას ყოველ დღე. გვინდა, მთლიანად მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე 4 ათასი ადამიანი იყოს გამოკვლეული.

მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ, მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს სწრაფი PCR ტესტის აპარატი გადაეცა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

იხილეთ ვიდეო:მესტიაში და რამდენიმე სოფელში COVID 19-ზე ტესტირება გაფართოვდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო