სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია

საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგანშეტყობინება არ მიუღია ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება.

„გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც, შესაძლოა, გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს.

ამ ეტაპზე, საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია“,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ამასთან, როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, საქართველოში ხორცის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან, ასევე, იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს ჩატარებული აქვთ ინსპექტირება და აკმაყოფილებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, სააგენტო „როიტერმა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა