ირაკლი ღარიბაშვილმა, თეა ახვლედიანმა და რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, აფხაზეთის ომმა მოუშუშებელი ტკივილი დატოვა.

„ჩვენ დავკარგეთ გმირები, ათასობით თანამემამულე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე მებრძოლი ჯარისკაცები. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო 300 000-მდე ადამიანი იქცა დევნილად, მათ დაკარგეს სახლ-კარი. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ამ ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენ ვართ მოვალე, რომ შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა. მაქსიმალური ძალისხმევა განვახორციელოთ, რომ ვიზრუნოთ ომის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისკენ და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ. ამისთვის საქართველოს მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს”,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, დღეს იწყება აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე მოძიებული ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი.

„მათი ბედისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის დადგენა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. „წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შექმნილი ჰუმანიტარული პლატფორმების და საკოორდინაციო მექანიზმების მოქმედებით, რომელშიც ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან სახელმწიფო მონისტრის აპარატი მონაწილეობს, ივლისის თვეში გადმოსვენებულ იქნა 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირის ნეშტი და დღეს მოხდება მათი ოჯახებისთვის გადაცემა და საპატიო წესით დაკრძალვა”,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა.

იხილეთ ვიდეო: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა