სკოლები გაკვეთილების ხანგრძლივობისა და შესვენებების დროს თავად განსაზღვრავენ

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ყველა საჯარო სკოლას ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლას ექნება საშუალება თავად დააორგანიზოს სასწავლო პროცესი.

„სკოლას შეუძლია, რომ თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე შესვენებები დააორგანიზოს შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ცვლები. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული მოკვლევა, თუ რა რაოდენობის მოსწავლეები სწავლობენ სკოლებში. ჩვენ გვაქვს სკოლები, სადაც არის 1-დან 50 ბავშვამდე, ასევე არის სკოლები, სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლეა, ასევე, ერთცვლიანი სკოლები არის 1800- ზე მეტი, ორცვლიანი სკოლები 200-ზე მეტია. მხოლოდ 10 სკოლაშია დღეს სამცვლიანი სწავლება. ყველა ამ საჭიროებიდან გათვალისწინებით, იმ რეკომენდაციებში, რომელიც ასახულია დოკუმენტში, გათვალისწინებულია ეს სკოლები. იმის გამო, რომ მეტი მოქნილობა ჰქონოდა სკოლებს, ჩვენ ვთავაზობთ რეკომენდაციას, როგორც უკვე აღვნიშნე სასწავლო პროცესის დაწყების, გაკვეთილის ხანგრძლივობისა და შესვენების დაორგანიზების კუთხით. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)