„ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ ფარგლებში, მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ ეკოლიდერებს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული გარემოსდაცვითი რეფორმები, პროექტები და საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. „ეკოლიდერთა სკოლის“ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

გარემოსდაცვითი სასწავლო პროგრამის წარმომადგენლები დაინტერესდნენ როგორც ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებით და ტყის ახალი კოდექსით, ასევე, გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის, ჰაერის ხარისხის და ბიომრავალფეროვნების საკითხებით.

„შეხვედრის შემდეგ, „ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, წყლის ხარისხის დადგენის მიზნით, თავად განახორციელეს ქიმიური ანალიზები, მონაწილეობა მიიღეს მაკროუხერხემლოების იდენტიფიკაციის პროცესში. გაეცნენ ატმოსფერულ ჰაერში და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის პროგრამას.

„ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. სემინარები ახალგაზრდებს აძლევს ცოდნას აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით.

„ეკოლიდერთა სკოლაში” მონაწილეობენ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომლებმაც ორეტაპიან კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და შერჩეულ იქნენ როგორც პროექტის გამარჯვებული ეკოლიდერები.

პროგრამა წელს პირველად განხორციელდა და ყოველწლიურად ჩატარდება“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს