თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში  იმყოფებიან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გენერალური პროკურორთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს.

ადვოკატის თქმით, არსებული გარემო და ფონი ფსიქოლოგიურად მისთვის მიუღებელია.

„ძალიან ბევრი კითხვა გვექნება. მოთხოვნებს არ დავაკონკრეტებ. პირველ რიგში, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის მხრიდან იქნება კითხვები, თუ რატომ მოხდა ისე, რომ პროკურორმა არაეთიკური კითხვები დასვა, რატომ მოინდომა ინფორმაციის მიღება, რაც უკავშირდება ჟურნალისტს და მიკავშირდება მე. არსებული აბსოლუტურად მიუღებელია. მე არა ბრალდებულის, არამედ დაზარალებულის ინტერესებს ვიცავ. ეს გარემო და ფონი ფსიქოლოგიურად ცოტა მიუღებელია. არის გარკვეული კითხვის ნიშნები, რომელიც კიდევ უფრო მრავალი ხდება. ირაკლი შოთაძესთან მე უფრო საქმიანი კითხვები მექნება. ვიმედოვნებ, რომ იქნება არა წუთიერი, არამედ რამდენიმე საათიანი შეხვედრა. საქმის მასალების გამოთხოვასაც მოვითხოვ“, - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არის ისეთი საკითხები, რომელიც არ უნდა გასაჯაროვდეს.

„მთავარ პროკურორთან ვისაუბრებ, რომ ეს არ არის უბრალო, მარტივი საქმე, არამედ ძალიან სერიოზული საქმეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიებას სრული უფლება აქვს იმუშაოს მრავალ ვერსიაზე, მაგრამ ვერსიაზე არა სიტყვიერად, არამედ საქმით უნდა იმუშაოს. შესაბამისად, შევაჯერებ ვინ, რაზე მუშაობს საქმით და ვინ რაზე მუშაობს სიტყვით. ნდობა ეს არ არის მარტო სიტყვა, ეს არის შედეგი და აქედან გამომდინარე, უკვე გვეცოდინება იქნება თუ არა ნდობა“,-განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო