„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ქობულეთში ისვენებენ

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერითა და უშუალო სპონსორობით, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები, ქობულეთში, საზაფხულო ტურნეს ფარგლებში, საოჯახო ტიპის სასტუმროში ისვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.მე-12 სკოლა-პანსიონის დირექტორის ჯამბულ ყიფშიძის განცხადებით, წლებია ეს ტრადიცია უწყვეტად გრძელდება და უკვე მეცხრე წელია, რაც პანსიონის ბავშვებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით, ზღვის სანაპიროზე დასვენების შესაძლებლობა აქვთ.

„ამ ეტაპზე საზაფხულო ბანაკში 21 ბავშვი და 6 ხელმძღვანელი ვართ. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის და გავრცელებული კორონავირუსის გამო აღსაზრდელები ერთმანეთს ძალიან მონატრებულები იყვნენ, ამ ორ კვირიანმა დასვენებამ და ერთად ყოფნამ სოციალური ურთიერთობა თანდათან აღადგინა. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ორი კვირა და ქობულეთში დასვენება მათთვის არის „პატარა სამოთხე“ დედამიწაზე. მთელი კოლექტივის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის სპეციალურ მმართველს ნიკოლოზ ჩიქოვანს. ამ კომპანიას გამოკვეთილი როლი აქვს სკოლა-პანსიონის ცხოვრებაში - ეს არ არის მხოლოდ ტრადიცია და უბრალოდ თანამშრომლობა, ეს არის სპონსორობა და ლობირება. მთელი წლის განმავლობაში, ყველა საერო თუ რელგიურ დღესასწაულზე მოდიან ჩვენთან კომპანიის წარმომადგენლები და ყურადღებით, საჩუქრებითა და სხვადასხვა გასართობი პროგრამებით ანებივრებენ ჩვენს ბავშვებს. ასევე, ივნისში გვქონდა გამწვანების აქცია ჩვენი პანსიონის ეზოში, რომელიც როგორც ვიცი შემოდგომითაც იგეგმება.

„ჯორჯიან მანგანეზს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვების თვალსაწიერის გაფართოვებასა და ზოგადად, სკოლა-პანსიონის წინსვლა-განვითარებაში“,- აცხადებს სკოლა-პანსიონის დირექტორი ჯამბულ ყიფშიძე.

„ ჯორჯიან მანგანეზის” ცნობით, ჭიათურაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხეების დარგვის აქცია განახორციელა და მოსწავლეებთან ერთად, მე-12 სკოლა-პანსიონის ეზოში იშვიათი ჯიშის ხეები, ოქროსფერი ტუიები დარგო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ეკოლოგიური, სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო