ევროკომისიის პრეზიდენტი - ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს, დამატებითი სანქციები უნდა დავუწესოთ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში ადამიანის უფლებებს არღვევს.

„დამატებითი სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს ან ადამიანის უფლებების ლახავს,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსი ხალხის უფლებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენენ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ოფიციალური მონაცემებით, აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, 2 ადამიანი კი -გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა