UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში 15 სექტემბერს სწავლის დაწყება დადებითად შეაფასა

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება 15 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.

„გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმისათვის, რომ 15 სექტემბერს სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას, ყველა ბავშვმა ისარგებლოს განათლების უფლებით და სწავლა განახლდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს სკოლების უსაფრთხო გახსნას როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაავადების გადადების სიხშირე კავშირშია სკოლების გახსნასთან ან მათ დახურვასთან. სამაგიეროდ, არის უამრავი მტკიცებულება იმ უარყოფით გავლენაზე, რაც სკოლების დახურვას აქვს ბავშვებზე“,-განაცხადა ღასან ხალილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა