„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ქანდის, ქვემო წეროვნის და წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის მოსახლეობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს, შალვა კერესელიძემ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გაააცნო.

მათი ინფორმაციით, შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე.

„მოსახლეობის განწყობა ძალიან კარგია. ისინი გულწფელად აღნიშნავენ გასულ წლებში გაკეთებულ სიკეთეებს, მაგალითად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს. ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ და მისი მოგვარება მომდევნო წლებში ჩვენთვის პრიორიტეტულია,“- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ათამდე სოფლის მოსახლეობას უკვე შეხვდა, დეპუტატობის კანდიდატი მომდევნო თვეების განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის ყველა სოფელში გეგმავს ამომრჩევლებთან შეხვედრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა