ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაცმოძრაობა"  პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გეგმავს

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა" სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დღეს დავით კირკიტაძემ ავტოდილერებთან შეხვედრაზე 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და განმარტა, რომ ამ სეგმენტში მონოპოლიური მმართველობა უნდა დასრულდეს.

მისივე თქმით, ენმ-ის გამარჯვების შემდეგ, უახლოეს სამ თვეში რამდენიმე პლატფორმა შეიქმნება, სადაც მათ ბევრად უფრო ხელსაყრელი გარემო ექნებათ საქმიანობისთვის.

„პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ისაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩვენს მეზობლებთან ჰარმონიზაციას მოვახდენთ და ჩვენს ბაზარს, ისე როგორც ეს 2012 წლამდე იყო, იმ მყიდველს დავუბრუნებთ, რომლებიც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არიან, ეს არაერთხელ გაგვიკეთებია, ასე გავაკეთებთ ოქტობრის შემდეგაც. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ავტოდილერებს გავუადვილებთ წვდომას ფინანსურ რესურსზე, ხოლო სახელწიფო მათ გარანტად დაუდგება, რათა საფინანსო ინსტიტუტებიდან და ბანკებიდან ნაკლებ პროცენტად შეძლონ და აიღონ თანხა იმისათვის, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს. მესამე - ჩვენ არ დავუშვებთ ამ ბიზნესში მონოპოლიას, არ დავუშვებთ იმას, რომ ამ ბიზნესში მხოლოდ ერთი ოპერატორი იყოს და ავტოდილერები გააწვალოს, გაუზარდოს ფასები და მოახდინოს მათი შევიწროება. პირველივე სამ თვეში აუცილებლად არაერთ ალტერნატიულ პლატფორმას გავაჩენთ იმისათვის, რომ ავტოდილერებს ჰქონდეთ საშუალება თავიანთი ავტომობილები იქ სადაც, მათთვის ხელსაყრელი პირობები იქნება განათავსონ და შესაბამისად, თავიანთი ბიზნესი აწარმოონ“,-განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო