ტატო ლილუაშვილი - ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან ქვეყანას, გაურკვეველ ბრალდებებს უყენებენ

DMO Imereti-ს ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს გიგა შუშანიას პასუხობს. ლილუაშვილის თქმით, საქმე გვაქვს წინასაარჩევნო ციებ-ცხელებასთან, როცა როგორც წესი, ზოგიერთი პოლიტიკოსი ქულების დაწერას ხმამაღალი, პოპულისტური განცხადებებით ცდილობს.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო გიგა შუშანიას, თავი შეიკავოს საჯარო მოხელეების, ჩემი კოლეგების და რაც მთავარია იმ ადამიანების შეურაცხყოფისაგან, ვინც პატიოსნად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ქალაქს. როგორც ვიცი, თავის გამოსვლაში ის შეეხო ისეთ თემებს, როგორიც არის საკარანტინო სივრცეების მართვაში მონაწილეობა, ტურისტული სერვისცენტრის საპირფარეშოების პროექტირება, ჩვენი ცენტრის წინ განლაგებული კონსტრუქციის დიზაინის შეცვლა. მინდა ვუპასუხო, რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სამსახურის პარალიზებას. კვლავ განვაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენი ნებისმიერი აქტივობა, პროექტი თანხვედრაშია იმ სამართლებრივ დოკუმენტებთან, რომლებშიც გაწერილია ჩვენი უშუალო ფუნქცია-მოვალეობები. ცალკე ყურადღებას გავამახვილებ DMO Imeret-ის ჩართულობაზე საკარანტინო სივრცეების მმართველობაში, მოგეხსენებათ, რომ DMO Imeret-ი სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად ჩართულია აღნიშნულ პროცესში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს ქვეყნის გადასარჩენად. პირადად მე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს გაწეული შრომისთვის. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქალაქში ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან ქვეყანას თავს ესხმიან და გაურკვეველ ბრალდებებს უყენებენ", - აცხადებს ლილუაშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ცენტრი იქცა ნეპოტიზმის, კორუფციის და არაპროფესიონალიზმის სიმბოლოდ, რომელიც წლის განმავლობაში არამიზნობრივად 700 ათას ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან.

აღნიშნულ ინფორმაციას DMO Imeret-ი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა