ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს

სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტი პავლე პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდებს, ქვეყნის ქუჩებში ძალადობა დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, 1 000-მდე ადამიანი უკვე გათავისუფლებულია.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ოფიციალური მონაცემებით, აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, 2 ადამიანი კი -გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა