თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისივე თქმით, მარიამ გოგორელიანი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოაცილეს.

„კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ, ვენდობი ირაკლი შოთაძეს. ყველაფერზე გექნება პასუხიო. პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პოსტიდან არა, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მასზე პროკურორ მარიამ გოგორელიანის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

მისი თქმით, საქმის პროკურორი მას სთხოვდა ეთქვა, საიდან ჰქონდა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს