ბელარუსის ცესკო-მ ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადა

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Belta ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოქმედ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 80,1% პროცენტმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს