გიორგი ვაშაძე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უპირობოდ იქნება აღდგენილი და ამისკენ გზა გადის აღმშენებლობით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს გაერთიანებისა და დევნილების საკუთარ საცხოვრებლებში დასაბრუნებლად ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესის დაწყებაა საჭირო.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, დევნილები, ვეტერანები და გმირების ოჯახის წევრები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არიან დარჩენილები.

გიორგი ვაშაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„დიდება გმირებს! ადამიანებს, ვინც დაიცვა საქართველოს ღირსება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უპირობოდ აღდგება და ამისკენ გზა აღმშენებლობაზე გადის. ჩვენს ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ, გავაერთიანოთ საქართველო, დევნილები დავაბრუნოთ საკუთარ საცხოვრებლებში. როცა დღეს დევნილებს ყურადღება არ აქვს, როცა ვეტერანები, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძოდნენ, ფაქტობრივად უყურადღებოდ არიან მიტოვებულნი, როცა ამ გმირების ოჯახები მიტოვებულები არიან უყურადღებოდ, რა თქმა უნდა, ეს ქმნის უზარმაზარ პრობლემებს ქვეყანაში, თვითონ პატრიოტული მუხტის გაღვივებასთან დაკავშირებით. აღმშენებლობა, აღმშენებლობა და ისევ და ისევ ერთხელ აღმშენებლობა-მოგვიტანს საქართველოს გამთლიანებულს, ერთიანს, ძლიერს და ყველა მოქალაქისთვის ღირსების მქონე ქვეყანას“, - განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს