თურქეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარამ, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს, რისი მიზეზიც ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მიღწეული შეთანხმებაა.

“პალესტინის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების მონელება შეუძლებელია,“- განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დაკავშირებით დავალება მისცა.

„მე მას ვუთხარი, რომ შესაძლოა, აბუ-დაბისთან დიპლომატიური ურთიერთობები შევწყვიტოთ, ან ჩვენი ელჩი გამოვიწვიოთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის დახმარებით, ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ სამ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული დიპლომატიური მიღწევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს