კახა კალაძე - მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, დესტაბილიზაციის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ

კიდევ ერთხელ ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, დედოფლისწყაროში, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დედოფლისწყაროში ბევრი გამოწვევაა, თუმცა ბევრია შესაძლებლობა და განვითარების პოტენციალიც.

„დღეს, ჩვენ აქ შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც საერთო ღირებულებები და საერთო მიზნები გვაერთიანებს. „ქართული ოცნება“ ადამიანზე, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებული ძალაა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა, რომელმაც მოიტანა თავისუფლება და თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის. „ქართული ოცნება“ ეს არ არის მხოლოდ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ხართ თქვენ, თითოეული თქვენგანი, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას. ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველამ ერთად შევძელით, რომ ავტორიტარული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა. რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს, არეკეტებდა ბიზნესს, ახშობდა თავისუფალ სიტყვას, კარგავდა ტერიტორიებს, იპარავდა ხალხის კუთვნილ ბიუჯეტის ფულს და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, თუმცა მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, არეულობის, დესტაბილიზაცის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ. დედოფლისწყაროში ბევრი გამოწვევაა, ბევრია შესაძლებლობაც და განვითარების პოტენციალი. ამ გამოწვევების დასაძლევად და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ადამიანი იყოს.

ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩავატარეთ გამოკითხვები, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, რომ თქვენთვის, ადგოლობრივი მოსახლეობისთვის მისაღები კანდიდატი ყოფილიყო.

მითუმეტეს, იცით, რომ წლევანდელი არჩევნები ცოტა განსხვავებული სისტემით ჩატარდება. თუ წინა შემთხვევებში ყველა ქალაქს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, წელს განსხვავებული რეალობაა, რადგან მხოლოდ 30 მაჟორიტარი კანდიდატი იქნება დასახელებული და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში”,-განაცხადა კალაძემ.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო