ირაკლი ღარიბაშვილი - საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან  გაყვანა

ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ქმნის დესტაბილიზაციას. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა.

„აგვისტოს ომმა უამრავი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ დავკარგეთ 100- ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, 10 ათასობით დევნილი მივიღეთ დამატებით ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება. 27 წელი გავიდა მას შემდეგ მეგობრებო და რა მივიღეთ ამ ომის და უბედურების შედეგად?! მივიღეთ 10 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილი, ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე, მივიღეთ 300 ათასი დევნილი, რომელიც დღემდე ვერ უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს. სამწუხაროდ, ის შეცდომა, უბედურება და განსაცდელი, რომელიც ჩვენ მაშინ ვერ ავიცილეთ თავიდან, 2008 წლის აგვისტოს ომში გაიმეორა ჩვენმა წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა. ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. შესაბამისად, მეგობრებო, ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლამდე ქართველი ხალხი თავისუფალი არ იყო.

„მოდით ვთქვათ ყველამ ერთად, ვიყავით თუ არა ჩვენ თავისუფლები 2012 წლამდე, რა თქმა უნდა არ ვიყავით, შესაბამისად მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას, ის რაზეც პრემიერი საუბრობდა ახლა. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი პრობლემა არსებობს და არსებობდა ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს გზა, ინფრასტრუქტურა, განათლება, უმუშევრობა ზოგადად, სიღარიბე, წყალი, რომელიც ყველგან არ არის, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში არის პრობლემა და გადაუჭრელი დღემდე. შესაბამისად, ჩვენი საერთო ამოცანა არის ის, რომ ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, გამყარდეს 2020 წლის არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა კანდიდატმა დათო სონღულაშვილმა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა