სოზარ სუბარი - მესტიაში სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არც გაუარესდება

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სიტუაცია აღარ გაუარესდება.

მისივე თქმით, სვანეთის სოფლებში სურსათის მომარაგების კუთხით, პრობლემები არ არის.

“ძალიან სწრაფად იქნა მიღებული ეფექტური და გადამჭრელი ზომები, რაც გვაძლევს 100%-იან გარანტიას და იმედს, რომ სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არც გაუარესდება. ბოლო სამი დღის განმავლობაში, სამი საქმე იყო, რომელიც ძალიან საყურადღებო იყო. ორი გუშინ და ერთი გუშინწინ, რომელიც ლენჯერს გაცდა და უკვე მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება, თუმცა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა პირის გამოკვლევა მოხდა.

პრაქტიკულად, დაბა მესტიაში არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება. ვფიქრობ, რომ მალე მოხდება ამ აფეთქების ლოკალიზება. საბოლოოდ, დღევანდელი და ხვალინდელი პასუხები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან უშუალო კონტაქტების კვლევა იყო გუშინ და დღეს იქნება მათი პასუხები, ხოლო ვისი კვლევაც დღეს იყო ხვალ იქნება მათი პასუხები. ამის შემდეგ შეგვეძლება სრული სურათის შექმნა”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს