ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსში აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემ პირებს სანქციებს დაუწესებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბელარუსში აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემ პირებს სანქციებს დაუწესებენ. ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ მინისტრები იმ პირთა წინააღმდეგ გეგმავენ სანქციების დაწესებას, ვინც ბელარუსში არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და მშვიდობიანი აქციების დარბევაშია პასუხისმგებელი.

„ვერ დავხუჭავთ თვალს არჩევნების გაყალბებასა და ძალის გამოყენებაზე. ზოგიერთმა მინისტრმა სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. პოლონეთი მხარს უჭერს სანქციების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელი. ევროკავშირი შესაბამისი სიის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს“, - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა