ბრაზილიაში კორონავირუსის 50 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 060 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 50 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3 275 520-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 060 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 106 523-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატში, სან-პაულუში, ინფიცირების შემთხვევები წინა დღესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, შტატში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 11 667 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 288 ადამიანი გარდაიცვალა, წინა დღეს კი ინფიცირების 19 274 და გარდაცვალების 455 შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა