მარინა ეზუგბაია საკარანტინო პერიოდის 12 დღემდე შემცირების გადაწყვეტილებას განმარტავს

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია საკარანტინო პერიოდის 14 დღიდან 12 დღემდე შემცირების გადაწყვეტილებას განმარტავს.

„გუშინდელი რეგულაციით საკარანტინო პერიოდი, 14 დღე შეიცვალა 12 დღით. ახლა ჩავთვალოთ, რომ კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება კონტაქტირებულების კვლევა და გამოვლენაც ნელ-ნელა მოხდება, ან არ მოხდება. ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ შეიძლება 12 დღედ განიხილებოდეს, უბრალოდ ჩვენ 14 დღე გვქონდა აღებული. ეს 12 დღე მოგონილი არ არის, ეს არის რეალური, მე-12 დღეზე რომ გაკეთდება ადამიანთან კვლევა, იმასთან თუ უარყოფითია პასუხი, ის კიდევ 24-48 საათი განიხილება, როგორც ჯანმრთელი, ასე რომ ამაში პრობლემა არ არის. ადამიანებს გარკვეულწილად შეუმცირდებათ საკარანტინო პერიოდი, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია დღევანდელი სიტუაციიდან - დაავადების შედარებით შემსუბუქებიდან, რაც არამარტო დაავადების მიმდინარეობითაა გამოწვეული, არამედ ზაფხულის ცხელი პერიოდით და კიდევ სხვა კრიტერიუმებით. დღევანდელ სიტუაციას მეტ-ნაკლებად თითქოს, მსუბუქად განვხილავთ, მაგრამ ასე არ არის. ქვეყანაში 6 კრიტიკული და 19 მძიმე პაციენტია, ეს არ არის პატარა ციფრი ამდენი რაოდენობის პაციენტებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო