სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთის ომში დაღუპულების გადმოსვენებაში წლების განმავლობაში იყო ჩართული და პროცესი ადვილი არ ყოფილა

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთის ომში დაღუპული ადამიანების გადმოსვენების პროცესი ადვილი არ ყოფილა. ამის შესახებ სუბარმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მისი თქმით, საქართველოს თავისუფლება სწორედ ამ ადამიანების გმირობაზე დგას.

„დღეს სწორედ მათ გმირობაზე დგას ჩვენი თავისუფლება. მათ გმირობაზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა. პროცესი ადვილი არ იყო. მე მრავალი წლის განმავლობაში ჩართული ვიყავი ამ პროცესში. ჯერ მოძიება, შემდეგ აფხაზურ მხარესთან ლაპარაკი - არ იყო ადვილი საქმე. თუმცა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, მეომარს, რომელმაც დაკრძალეს თანამებრძოლები საომარ პირობებში და შემდეგ დაიმახსოვრეს ადგილები, რომ მათი მოძიება შესაძლებელი ყოფილიყო”,- განაცხადა სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო