გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები წინასასამართლო სხდომის ვადის 2 თვით გაგრძელებას მოითხოვენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები წინასასამართლო სხდომის ვადის 2 თვით გაგრძელებას მოითხოვენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა.

როგორც გელხაური განმარტავს, სასამართლომ დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოსაპოვებლად 2-კვირიანი ვადა მისცა, რაც ადვოკატის თქმითვე, საკმარისი არ არის. დაცვის მხარის შუამდგომლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

„იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო და საშუალება არ მოგვცეს, მე და ადვოკატმა შოთა კახიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მივმარეთეთ წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზე და ველოდებით პასუხს. აღნიშნული პოზიცია დანარჩენი ბრალდებულების ადვოკატებთანაც გავიარეთ და ყველა თანახმაა, წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელდეს.

ბრალდებულებს 109-ე მუხლით ბრალი ახლახანს დაუმძიმდათ და რეალურად საშუალება არ მოგვეცა, 109-ე მუხლის ნაწილში გვემუშავა და მტკიცებულებები მოგვეპოვებინა, ვინაიდან სასამართლომ მხოლოდ 2 -კვირიანი ვადა მოგვცა. 109-ე მუხლის ნაწილში აღკვეთის ღონისძიება არავის არ აქვს შეფარდებული და შესაბამისად, არავინ იყო შეზღუდული დროში, რომ ჩვენთვის ეს ვადა მოეცა. პროკურატურის მოთხოვნა იყო 2 კვირა და სასამართლომაც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა“, - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 5 პირის - „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა