ჰასან რუჰანი - ისრაელთან შეთანხმების მიღწევით არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უდიდესი შეცდომა დაუშვა

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევით „უდიდესი შეცდომა“ დაუშვა.

„სჯობს, წინდახედულობა გამოეჩინათ. მათ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, მოღალატური ქმედება ჩაიდინეს. იმედი გვაქვს, ამას გააცნობიერებენ და ამ მცდარ გზას მიატოვებენ,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

მისივე თქმით, ხელშეკრულების მიზანია ხელი შეუწყოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას და მისი განმარტებით, ამაზე ისიც მოქმედებს, რომ შეთანხმების შესახებ განცხადება ვაშინგტონში გაკეთდა.

„მაშინ რატომ მოხდა ეს ახლა?რატომ გაკეთდა ამის შესახებ განცხადება მესამე ქვეყანაში, ამერიკაში? ვაშინგტონში ჯენტლმენი არჩევნებს იგებს, თქვენ კი თქვენს ქვეყანას, ხალხს, მუსლიმებსა და არაბთა სამყაროს ღალატობთ,“- აღნიშნა ჰასან რუჰანმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის დახმარებით, ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ სამ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული დიპლომატიური მიღწევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო