პაატა იმნაძე - ქობულეთში კორონავირუსი კაფე „ჰავანაში" მომუშავეს დაუდასტურდა - 9-11 აგვისტოს ვინც  ამ კაფეში იყო, თუ სიმპტომები გამოუვლინდებათ, „ცხელების ცენტრებს“ უნდა მიმართონ

ქობულეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,- განაცხადა იმნაძემ.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, გუშინ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა და სულ ბოლო მონაცემებით, საქართველოში 300 ათასზე მეტი პისიარ ტესტია გაკეთებული.

იხილეთ ვიდეო:პაატა იმნაძე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს მიმართონ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა