ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის გამართვამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან დაკავშირებას და ქვეყანაში არსებული სიტუაციის განხილვას აპირებდა.

„ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის სცენარი არსებობს. გვჭირდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირება ისე, რომ მასთან დიალოგი შევძლო. ვინაიდან საფრთხე არა მხოლოდ ბელარუსს ემუქრება,“- განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელარუსის დაცვა „სამოკავშირეო სახელმწიფოს" დაცვას ნიშნავს.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს