პარლამენტის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი და პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულ და ახლახან იდენტიფიცირებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. პარლამენტის წევრებმა ტაძარში დასვენებულ 13 იდენტიფიცირებული პირის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ გავიზიარეთ ამ ოჯახების და მთლიანად საქართველოს მწუხარება დაღუპული ვაჟკაცების და სამოქალაქო პირების გამო. ოჯახებმა ამდენი ხნის განმავლობაში საფლავების დატირება ვერ შეძლეს და ეს მცირედი შვება იმ მოლაპარაკებების შემდეგ მაინც მიენიჭათ, რომელიც „წითელი ჯვარის" დახმარებით ქართველებსა და აფხაზებს შორის მუდმივად მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სამოქალაქო პანაშვიდს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები დაესწრნენ. ​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო