ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის პრემიერ - მინისტრები ბელარუსის ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ბელარუსის ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისა და ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

„ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლისა და პოლიტიკური რეპრესიის გამო. ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის განხორციელებაზე უარი თქვას და ყველა პოლიტიკური პატიმარი და აქციის დროს დაკავებული პირი გაათავისუფლოს“, - აღნიშნულია ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

მათივე თქმით, ხელახალ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა დაესწრნონ. შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო