მინსკში პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტების უმეტესობას სხვადასხვა საწარმოში დასაქმებული მუშები წარმოადგენენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინსკში აქციის დარბევის დროს დაღუპული მოქალაქის ხსოვნას პატივი მიაგეს. პარალელურად კი ბელარუსის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ, რომელიც ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება, განაცხადა, რომ რეალურად მას მხარი ამომრჩეველთა 60-70%-მა დაუჭირა.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა