გიორგი ვოლსკიმ „ყოფილი ხელისუფლების ქმედებები ღალატად“ შეაფასა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 2008 წლის ომის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე კომენტარი გააკეთა და ყოფილი ხელისუფლების ქმედებები ღალატად შეაფასა.

„2008 წლიდან მოყოლებული, ჯერ შიშით და 2012 წლის შემდეგ ხაზგასმით, არაერთი ადამიანი, მათ შორის, ისინი, რომელთაც ოჯახის წევრები დაეხოცათ, 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსები ამაში არ მონაწილეობდნენ. ჯერ ეს იყო უშველებელი ღალატი და შემდეგ იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და იმის ხელმოწერა, რომ რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.

საქართველოს მხარე არათუ არ პასიურობს, არამედ წლების განმავლობაში ინტენსიურად იცავს ქართულ პოზიციას. ეს პასიურობა არის თემა, რომელიც შემოგდებულია, რისთვის არ ვიცი. როგორ შეიძლება ამ პასიურობით, ერთი შეხედვით შეაფასო და დასკვნა გააკეთო, რომ მოსამართლეები სხედან და იმას ელოდებიან, როდის იქნება ერთი მხარე თუ მეორე მხარე აქტიური. ყველა მტკიცებულება იმის დამადასტურებელი, რომ რუსეთი აგრესორია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, დევს. წლები დასჭირდა იუსტიციის სამინისტროს, რომ იმ პერიოდისთვის გადამალული თუ არარსებული ცნობები და მტკიცებულებები შეეგროვებინა", – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

აღნიშნულ განცხადებას საქართელოს პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა