თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეწყდა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეწყდა. როგორც მეტროპოლიტენის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დაკვამლიანება 18:53 საათზე მოხდა, დაზიანდა ერთ-ერთი ელექტროაგრეგატი.

მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტში“ მომხდარი დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ დროებით საბურთალოს ხაზი დაიხუროს. ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა გასული, შეისწავლის ხარვეზს და უახლოეს მომავალში გაიხსნება საბურთალოს ხაზი. ხანძარი არ ყოფილა, მხოლოდ დაკვამლიანება იყო,“- განაცხადეს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, მეტროს პირველი ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს.

ადგილზე სასწრაფო და სახანძრო სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო