ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის „ინსტაგრამიდან“ და „ფეისბუქიდან“ შინაარსობრივი ინფორმაციის მიღება FBI-ის ჩართულობით უნდა მოხდეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სოციალური ქსელებიდან - „ინსტაგრამიდან“, „ფეისბუქიდან“, „ვოთსაფიდან“ შინაარსობრივი ინფორმაციის მიღება გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობით უნდა მოხდეს. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, შინაარსობრივ ინფორმაციას ოჯახი სავარაუდოდ, 27 აგვისტოსთვის მიიღებს.

ამასთანავე, მიხეილ რამიშვილმა განმარტა, რომ ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური ქსელიდან შინაარსობრივი ინფორმაციის მიღებას ვითხოვთ, ანუ ინსტაგრამზე, ფეისბუქის ჩატები, ვოთსაფის ბოლო ზარები, აბსოლუტურად რაც კი ინფორმაცია იყო, მისი მიღება ხდება იუსტიციის დეპარტამენტის, პროკურატურისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობის შედეგად. 27 ივლისს არის გადაგზავნილი მოთხოვნა შინაარსობრივ ინფორმაციაზე და მითითებული იყო 30 დღე, შესაბამისად, 27 აგვისტოსთვის უნდა იყოს პასუხი. ამავდროულად, ავტომობილის ექსპერტიზას, რომელიც უნდა ჩატარდეს, სჭირდება სპეციალური დიაგნოსტიკის აპარატურა, რომელიც ან ავტომობილის ფირმის სათაო ოფისიდან უნდა იქნეს ჩამოტანილი ან კიდევ ევროპაში უნდა იქნეს მოძიებული და ამ ექსპერტიზას უნდა დაესწროს უცხოელი ექსპერტი. გადაგზავნილია სასამართლოს განჩინებები, წერილები გადაგზავნილია შეერთებულ შტატებში. გამომძიებლები ვერ ჩაერთვებიან იმიტომ, რომ მათი იურისდიქცია არ ვრცელდება ჩვენთან, ექსპერტებზეა აქ საუბარი. ჯერ საბოლოო დასკვნები კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ექსპერტიზის არ არის, შესაბამისად, გადავხედავთ საბოლოო პასუხებს და შემდეგ მოვითხოვთ, რომ მათი განმეორებითი ექსპერტიზა მოხდეს გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების მიერ. თუ საჭიროება იქნება მოვითხოვთ ექსპერტების მოწვევას“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა