ქვემო ფონიჭალაში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია