„თავისუფალმა საქართველომ“ სამგორის რაიონში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

„თავისუფალი საქართველო“ თბილისის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

ნაძალადევისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების შემდეგ, პარტიამ, დეპუტატობის კანდიდატი, დღეს სამგორის რაიონშიც დაასახელა.

„ჩვენს მხარდამჭერებს მინდა ლალი ფერაძე წარვუდგინო, რომელიც დეპუტატის მანდატის მოპოვების შემთხვევაში, სამგორის რაიონის მოსახლეობის ინტერესებს, საკანონმდებლო ორგანოდან დაიცავს. იგი თავისი ქვეყნის პატრიოტია, რომელიც პროფესიონალიზმითა და დიდი გულისხმიერებით გამოირჩევა. მჯერა, სამგორელები სწორ არჩევანს გააკეთებენ და ორპოლუსიან პოლიტიკის გაგრძელებას მათ რაიონში არ დაუშვებენ, ვინაიდან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ურთიერთობის ისტერია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მხოლოდ დამაზიანებელ როლს ასრულებს“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, სახელების გადარქმევით, მთავარი მოცემულობა არ იცვლება.

„30 წელია ქვეყანას ერთი და იგივე ადამიანები მართავენ. „მოქალაქეთა კავშირი“- „ნაციონალურ მოძრაობად" გარდაიქმნა, ეს უკანასკნელი კი, დღეს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ვინაიდან დღეს არსებული მმართველი პარტია, მასში პორტირებული წინა ხელისუფლების ნარჩენებისგან შედგება. ერთადერთი ძალა, რომელიც ეროვნული საფუძვლების პრინციპებს მიჰყვება - „თავისუფალი საქართველოა“, რომლისთვისაც ანგარებითი მოქმედება კატეგორიულად მიუღებელია“, აღნიშნა დღეს, მხარდამჭერებთან შეხვედრისას კახა კუკავამ.

სამგორის ამომრჩევლებს, ასევე დღეს, თავად დეპუტატობის კანდიდატმა, ლალი ფერაძემ მიმართა:

„კარგად ვიცი, თუ რა პრობლემების წინაშე დგას, დღეს სამგორის მოსახლეობა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა. ხელისუფლებამ ისინი ბედის ანაბარად მიატოვა და მხოლოდ არჩევნების მოახლოების დროს ახსენდება. სამგორელების ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და ყოველი ოჯახის ინტერესები, როგორც მათმა დეპუტატმა, უპირობოდ დავიცვა“,- განაცხადა ლალი ფერაძემ.

თავისუფალი საქართველო “ხვალ, კიდევ ერთ მაჟორიტარ კანდიდატს დაასახელებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ომანიძე იქნება.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა