სომხეთში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე - ღამეში, კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 41 663-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, გასული დღე - ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 819 -ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 34 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი 6 261 ადამიანი მკურნალობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს