ამირან გამყრელიძე - სიფრთხილეა საჭირო, რომ მოსახლეობა არ მოეშვას, უნდა ვიცოდეთ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომაზე კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები იქნება, მაგრამ მთავარია, რომ ეს შემთხვევები მასშტაბური არ იყოს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია ცირკულირებს.

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ურჩევს, სიფრთხილე გამოიჩინონ და არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„ვფიქრობ, საზოგადოების დამყოლობა იზრდება, მაგრამ ხშირად უნდა შეახსენოთ მოსახლეობას, რომ შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქების პერიოდში შემთხვევათა ზრდა გვექნება, მაგრამ 10-15-20-25 შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის. ამ შემთხვევებს ჯანდაცვის სფერო საკმაოდ აქტიურად და კარგად მართავს. მთავარია, დავიცავთ ის რეკომენდაციები, რასაც მუდმივად ვიძლევით. რასაც ვაკვირდები, პირბადის ტარების წესი უკვე შემოსულია ჩვენს ცხოვრებაში. მართალია, ერთეული დარღვევები არის, მაგრამ ზოგადად, პირბადეს ადამიანები დახურულ შენობებში ატარებენ, შესაბამისი თვითშეგნება გაზრდილია. ასევე ცდილობენ, რომ დისტანცია დაიცვან. ყველაზე კარგად იცავენ ხელების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების წესს. საზოგადოებაში ეს შეგნება არის, მაგრამ საჭიროა, არ დაგვავიწყდეს და არ მოვეშვათ. შემოდგომაზე კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები გვექნება, მაგრამ მთავარია, რომ ეს შემთხვევები ბევრი არ იყოს. მოსახლეობაში სიფრთხილეა საჭირო, რომ არ მოეშვან. უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია ცირკულირებს და ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილზე გამოჩნდეს. მთავარია, რომ სწრაფად ჩავაქროთ ეს ცხელი წერტილები, როგორც მაგალითად, სვანეთის შემთხვევასთან დაკავშირებით ვიმოქმედეთ. ბოლო 3 დღეა, სვანეთში ტესტირებულ მასალაში შემთხვევები არ გვაქვს, რაც კარგია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო