დავით ბაქრაძე გურჯაანში მხარდამჭერებს შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

„ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე გურჯაანში მხარდამჭერებს შეხვდა და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და ადგილობრივების პრობლემებზე ისაუბრეს.

„ევროპული საქართველოს” ლიდერების შეფასებით, ვენახის მოვლა და ყურძნის ფასი ის მთავარი გამოწვევაა, რაც ადგილობრივებს აწუხებთ.

პრობლემების მოგვარების მიზნით, პარტიის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ცვლილებების აუცილებლობას და მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ სამომავლო და სოციალურ-ეკონომიკური ხედვა გააცნეს.

„კახეთში ძალიან მწვავედ დგას ყურძნის ფასის პრობლემა, რასაც მოგვარება - არჩევნებზე მოსვლა და გამარჯვება სჭირდება. სწორედ ამიტომ იბრძოლებს „ევროპული საქართველო“ გურჯაანში“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს