სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევების კლების გამო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევების კლების გამო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა კირილ რამაპოსამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ კორონავირუსის პიკი უკვე გადაიარა და ორშაბათიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება.

როგორც ცნობილია, ორშაბათიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პანდემიის გამო ალკოჰოლისა და თამბაქოს გაყიდვის შესახებ დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. ამასთან, დასაშვები გახდება ქვეყნის შიგნით რეგიონებს შორის გადაადგილება და მცირე ბიზნესების გახსნა. ბოლო მონაცემებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის 583 653 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 11 677 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა