NBC News - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. NBC News-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის შესახებ ტრამპი თავის თანაშემწეებს ესაუბრა.

წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თარიღი განიხილეს და ტრამპი-პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო თვეში, ნიუ-იორკში გაიმართოს.

ადამიანები, რომლებისთვისაც ამ განხილვების შესახებ არის ცნობილი, ამბობენ, რომ შეხვედრის მიზანი ორივე ლიდერისთვის იქნებოდა იმის თქმა, რომ აშშ-ისა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკაშირებით შეთანხმებაში პროგრესია.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის არის ისიც, რომ ორმა ლიდერმა ხელი მოაწეროს გეგმას მომდევნო ნაბიჯების შესახებ შეტევითი შეიარაღების შემცირების და ორ ქვეყანას შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ.

წყაროების თანახმად, ტრამპის სურვილია იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია, შეთანხმებების გაფორმება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია