პოლიციამ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, თ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმციაში.

იხილთ ვიდეო:პოლიციამ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო