აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 170 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 538 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 170 019-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 40 002 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 5 401 167-მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, როგორც ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 000-ს გადააჭარბა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა