ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზებას უარყოფს

ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„ნატო-ს რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზება არ განუხორციელებია. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მრავალეროვნული კომპონენტი არც ერთი ქვეყნის მიმართ საფრთხეს არ წარმოადგენს, თავდაცვითი და პროპორციულია და კონფლიქტის აღკვეთისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი,”- განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკომ.

მისივე თქმით, ნატო ბელარუსში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

„როგორც გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ფუნდამენტური თავისუფლება, მათ შორის სიტყვის თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტის უფლება, დაცული უნდა იყოს,“- წერს ოანა ლუნგესკო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრის დასავლეთ ნაწილთან ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ტანკები და თვითმფრინავები განათავსა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს