ვახტანგ გომელაურმა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შექმნილი არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო დაათვალიერა, რომელიც ფუნქციონირებას 24 ივნისიდან შეუდგა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სპეციალიზებული დანაყოფი აღჭურვილია ყველა იმ ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას, მეორე მხრივ კი, მათი ჩართულობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებას.

„არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით, რომლებსაც არაერთი გადამზადების კურსი აქვთ გავლილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით.

არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო თბილისის მასშტაბით იმუშავებს არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირების მიერ) ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. ასევე, სამმართველოს კომპეტენციას მიეკუთვნება არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას, რა მიზნითაც 2020 წლის ბოლომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და პანკისის ხეობაში მოეწყობა მსგავსი ტიპის ოთახები“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა